saqarTvelos uReltexilebi - zekaris uReltexili

კოორდინატები 41°49`39` ჩ. გ. 42°51`43` ა. გ.
ქვეყანა საქართველო, რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3184 მ
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონზე, მდინარე ზეკრის (დიდი ლიახვის შენაკადი) სათავეში, მწვერვალ ზეკრის აღმოსავლეთით. სიმაღლე 3184 მ. ზეკრის კალთები აგებულია იურული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დაფარულია მუდმივი თოვლ-ყინულით. მდინარე დიდი ლიახვის ხეობას აკავშირებს მდინარე თერგის ხეობასთან (ჩრდილოეთი ოსეთი).